Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის მე-11 სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 2026 წლის 15 მაისს,  გამართავენ   ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება აშშ-ს შექმნის 250-ე წლისთავს. ქართველი სტუდენტების გარდა, მასში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები გერმანიიდან, დანიიდან და სომხეთიდან.

კონფერენცია გაიხსნება 11.00 საათზე, თსუ I კორპუსის 202-ე ოთახში.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.

თარიღი: 07/05/2026